27 ნოე 2022
უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხების განსახილველად, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან. ინფორმაცია ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა.
მარკო ბუშმანის თქმით, შეხვედრა ბერლინში, 28 ნოემბერს გაიმართება.