ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 ნოე 2022

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის, რეკორდული მაჩვენებელი, 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რასაც ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ.