მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

30 ნოე 2022

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა​, ინფორმაციას "REUTERS"-ის ავრცელებს.

მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.