ნატოს მინისტერიალი

30 ნოე 2022

საქართველო მიესალმება  შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ  ღია კარის პოლიტიკა  ჩვენს  ქვეყანაზეც აისახება-ასეთია ქართული მხარის მოლოდინები.მეორე დღეა ბუქარესტი ისტორიულ სამიტს მასპინძლობს. უკვე დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა.  ღია კარის პოლიტიკა  და  ჩრდილო  ატლანტიკური ალიანსის გაფართოვების აუცილებლობა - ეს არის მთავარი გზავნილები ბუქარესტიდან, სადაც გუშინ,  14 წლის შემდეგ ისევ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა. მოკავშირეები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებაში, თუმცა დასძენენ, რომ  საქართველოზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.