განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

01 დეკ 2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც  800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო  კვების კონცეფციაზე მუშაობს.  ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.