ნარინჯისფერი რთველი – სად გაიყიდება წელს მანდარინი?

02 დეკ 2022

სად გაიყიდება წელს ქართული მანდარინი? აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ტრადიციული ბაზრები შენარჩუნებულია და ევროპის რამდენიმე ქვეყანაც დაემატება, ეს კი ციტრუსის ხარისხზე იქნება დამოკიდებული - ამბობენ საწარმოში.   

წელს აჭარაში 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ფერმერები მცირემოსავლიანობას უჩივიან. უკვე ცნობილია, რომ არასტანდარტული მანდარინზე სუბსიდია 20 თეთრი იქნება, რომლიდანაც 5 თეთრს საწარმო, 15-ს კი სახელმწიფო გადაიხდის.  

ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით რეგიონში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს. 

ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები ქობულეთში გაეცნენ.