მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

03 დეკ 2022

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დღეს აქციაზე ისმოდა. 

ჯგუფებად დაყოფილი ''ნაციონალური მოძრაობა'' - პარტიის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  ''ქართული ოცნების'' ოფისთან გაერთიანდა.

აქციის მონაწილეების პოზიცია იყო, რომ ისინი დღეს აქციის მიმდინარეობისას პოლიტიკურ გზავნილებს არ გააკეთებდნენ და მხოლოდ  ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას  მოითხოვდნენ.