ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია

04 დეკ 2022

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო.

ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე შეჯიბრებაზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელს 15:3 მოუგო.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.