„ლექსების გამოფენა“ - ლიტერატურული კონკურსი ბათუმში

04 დეკ 2022

ბათუმში ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“ მიმდინარეობს. წელს კონკურსი მეცამეტედ გაიმართა. ორგანიზატორების თქმით კონკურსში მონაწილეობათა რაოდენობა გაიზარდა.

კონკურსი ორ ნომინაციაშია, პოეზიასა და პროზაში. ორივე მათგანში 250-250-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პროზის კონკურსში „ასი სიტყვა“ უკვე დასრულდა.

კონკურსში გაიმარჯვა თამთა რეხვიაშვილმა. პოეზიაში გამარჯვებულს კი ჟიური დღეს გამოავლენს.