გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

04 დეკ 2022

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის (გოდერძის უღელტეხილის) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.