შეხვედრა ''ERASMUS+''ის პროექტის ექსპერტებთან

05 დეკ 2022

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ''ERASMUS+''–ის პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ჯგუფს მასპინძლობს.    პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ისრაელიდან 14-წევრიანი ჯგუფი პროექტის მიმდინარე შედეგებს გაეცნო.     

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტმა  სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება-დანერგვა დაიწყო. 

პარალელურად, უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულმა პერსონალმა გადამზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთა ფარგლებშიც გაეცნო ვირტუალურ  სასწავლო გარემოში დიდაქტიკური პროგრამების შემუშავების ინსტრუმენტებს, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიას და ტექნიკას, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს.