ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა

25 იან 2017

ბათუმი ახალციხის  ცენტრალური მაგისტრალის პირველი მაისის მონაკვეთზე ამ დროისთვის შეზღუდვა  უკვე მოხსნილია. საავტომობილო მოძრაობა რთი საათით იყო შეფერხებული. მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერი იყო, რომელიც დღის პირველ ნახევარში განვითარდა, მიწის მასამ ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა.