ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა უკრაინული ჯარის დღე აღნიშნეს

06 დეკ 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და ბელარუსიის მოქალაქეებმა და აქტივისტებმა უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.