ნიკოლოზ ბასილაშვილი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

06 დეკ 2022

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც Australian Open-მა დღეს გამოაქვეყნა ძირითადი ბადის 104-კაციანი სია, რომელშიც ბასილაშვილიც იმყოფება.

2023 წლის სეზონის პირველ სლემზე 8 მოთამაშე “უაილდ ქარდს” მიიღებს, 16 ჩოგბურთელი კი ძირითად ბადეს კვალიფიკაციიდან შეუერთდება და საბოლოოდ ტურნირზე 128 ჩოგბურთელს ვიხილავთ.

შეგახსენებთ რომ გასულ წელს Australian Open -ზე ნიკოლოზი პირველივე წრეში ბრიტანელ ენდი მარისთან – 5 სეტიან მარათონში 1:6, 6:3, 4:6, 7:6 4:6 დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს აიღებს სტარტს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.