ზელენსკიმ დაჭრილი სამხედროები მოინახულა

07 დეკ 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ხარკოვის ოლქის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ვიდეომასალას  პრეზიდენტის  პრესსამსახური აქვეყნებს. 

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს დაჭრილ სამხედროებს  ჯილდოები გადასცა.    

,,შეიარაღებული ძალების  დღე  ეს თქვენი დღესასწაულია“ - უთხრა ზელენსკიმ   ჯარისკაცებს  და მადლობა გადაუხადა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის.