ახალი სახლი სოცდაუცველი ოჯახებისთვის ქობულეთში

07 დეკ 2022

ახალი სახლები ქობულეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობები თითქმის დასრულებულია. კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული 4 სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში ცხოვრებას წლის ბოლოდან შეძლებს. პროგრამას ქობულეთის მერია წელს პირველად ახორციელებს.