გერმანიაში გადატრიალების მცდელობისთვის ათობით ადამიანი დააკავეს

07 დეკ 2022

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბუნდესტაგის შტურმის მომზადების ბრალდებით დააკავეს გერმანიის – 24 და რუსეთის ერთი მოქალაქე. ამავე საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავეს ავსტრიასა და იტალიაშიც.