ქართველი ძალოსნები ისევ უმედლოდ არიან

09 დეკ 2022

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფის შეჯიბრი გაიმართა, სადაც ატაცში გურამ გიორბელიძემ 129 კილოგრამი დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა.

ქართველი ძალოსანი, რომელსაც დიდებში დებიუტი აქვს აკვრაში 160 კილოგრამის ძლევით მე-8 საფეხურზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 289 კილოგრამით კი საბოლოოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა.

დღეს ბოგოტას ფიცარნაგზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძე გავა, რომელიც 23 წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია.