წლის ბოლო მასტერსი ძიუდოში

09 დეკ 2022

20-22 დეკემბერს იერუსალიმში გასამართ მსოფლიოს მასტერსში მონაწილეობაზე განაცხადი საქართველომაც გააკეთა. მასტერსზე ქართველი ძიუდოისტები 16 სპორტსმენით იასპარეზებენ - 14 ვაჟით და 2 ქალით.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილეობა კვოტირებულია - უფლება ეძლევა მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგის 36 დაწინაურებულ ათლეტს ყოველ წონაში.