საპატრიარქოს განცხადება

10 დეკ 2022

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტია დაგეგმილი. 

გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“.