იენს სტოლტენბერგის განცხადება

10 დეკ 2022

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოხატა შეშფოთება, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და ნატო-ს შორის ომად გადაიქცეს.

სტოლტენბერგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ეჭვგარეშეა, არსებობს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა“.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და არ შევიდნენ შეცდომაში.