ენმ-ში არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება

11 დეკ 2022

დიდი ხნის დავის შემდეგ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და შიდაპარტიული არჩევნები ჩანიშნეს.

თავმჯდომარეს პარტიაში 28-29 იანვარს აირჩევენ და ეს ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით მოხდება. 

პარტიაში სხდომის დასრულების შემდეგ, გარდა თარიღისა და ფორმისა, შეთანხმდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობის წესზეც და წევრების რაოდენობაზეც.