უამინდობის გამო გადაიდო  ავიარესები ბათუმის აეროპორტში

26 იან 2017

უამინდობის გამო გადაიდო  ავიარესები ბათუმის აეროპორტში. დღეს ვერ განხორციელდება რეისი  სტამბოლის მიმართულებით.  აღდგება თუ არა ხვალ ფრენები ბათუმის აეროპორტში ჯერ არ იციან. მეორე დღეა გადადებულია რეისიები თბილისი-სტამბოლის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. აქ მიზეზად თურქეთში არსებული უამინდობა სახელდება.  ბოლო ინფორმაციით სულ 6 რეისია გადადებული.