სამუშაო შეხვედრა პროკურატურაში

12 დეკ 2022

საქართველოს პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები; ფულის გათეთრების დანაშაულის გამოვლენის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის მიზნით გატარებული ღონისძიებები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით დანერგილი სიახლეები. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს  სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრის  განხილვის ამოქმედების ახალ მექანიზმზე.