საარჩევნო რეფორმას კენჭს ამ კვირაში უყრიან

13 დეკ 2022

საარჩევნო რეფორმას  მეორე მოსმენით უყრიან კენჭს, სავარაუდოდ,  ამ კვირაშივე.  ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კანონპროექტში 13 ცვლილება შევიდა. 

ოპოზიციის მხოლოდ ნაწილია პროცესებით კმაყოფილი, მმართველ გუნდში კი იმედი აქვთ, რომ  კანონპროექტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება.