ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში

13 დეკ 2022

ბათუმი ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც  14-დან 29 წლამდე ასაკის   ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ.    

ისაუბრებენ, ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და  მათი გადაჭრის გზებზე. 

გარდა ამისა,  ექსპერტებთან ერთად  იმუშავებენ  ისეთ თემებზე  როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე  ინფორმირებულობა და უნარების გაძლიერება, ახალგაზრდულ სივრცეებზე ხელშეწყობის გაზრდა.