შეფასებები ანაკლიის პორტზე

13 დეკ 2022

ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას  უნდობლობით  უყურებენ  ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“  ფიქრობენ, რომ  მთავრობას პორტის აშენების რესურსი არ გააჩნია.   

,,სტრატეგია აღმაშენებელში“  მიაჩნიათ, რომ ანაკლიის  პორტით   მთავრობის ახლა დაინტერესება    რუსული  ინტერესით  არის  გამოწვეული.      

,,ქართულ ოცნებაში“ კი  ამბობენ,  რომ  ანაკლიის კონსორციუმმა თავის  დროზე ვერ შეასრულა პირობა, ვერ უზრუნველყო  ინვესტორების  დაინტერესება, ამიტომ ახლა ამ პროექტს მთავრობა განახორციელებს.