მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ აპირებს

14 დეკ 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც სააკაშვილი განმარტავს, აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტარებისგან მიღებული შეტყობინება, რომელშიც ისინი შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად ითხოვენ. სააკაშვილის გზავნილი მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო.