ვაშინგტონი პატიმრების გაცვლაზე თავს იმართლებს

14 დეკ 2022

პატიმრების გაცვლის პროცესი ამერიკას და რუსეთს შორის წარმატებით დასრულდა, თუმცა ვაშინგტონს თავის მართლება უწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ გამოიხსნა კიდევ ერთი პატიმარი - ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. კანაფის ზეთის შემცველი ელექტრო სიგარეტის ტარებისთვის მსჯავრდებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელმაც რუსეთის ციხეში 300 დღე დაჰყო, ვიქტორ ბუტში გაცვალეს - იარაღის რუს დილერში, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ძალზე სისხლიან კონფლიქტში იარაღის გაყიდვისთვის ციხეში 14 წელი გაატარა.