ხანძარი ლიონში - გარდაიცვალა 10 ადამიანი

16 დეკ 2022

საფრანგეთში, ლიონში  ხანძრის შედეგად  10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. 

7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გვიან ღამით პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მთელ კორპუსზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის  უცნობია.