სტამბოლის სავაჭრო ცენტრში ხანძარია

16 დეკ 2022

სტამბოლში, სავაჭრო ცენტრ მეტროსითიში ხანძარია. უცხოური მედიის ცნობით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში.