გორში ახალი ყაზარმა გაიხსნა

17 დეკ 2022

თავდაცვის მინისტრმა გორში ახლადაშენებული ყაზარმა გახსნა.თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.

შენობა აღიჭურვა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით  მოეწყო სველი წერტილები, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი, კედლები და განათების სისტემები.

ახლადაშენებულ ყაზარმაში განთავსდა ახალი ავეჯი და ინვენტარი.