„ჩემოდნების აქცია“ - ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას აპროტესტებენ

18 დეკ 2022

პარლამენტის თბილისში გადატანა - ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქუთაისში და ჩემოდნების აქცია გამართეს.

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"-ს წევრების განცხადებით, "გაჩერებულ" ქუთაისში მოქალაქეებს პერსპექტივა არ რჩებათ და იძულებული არიან ქალაქი დატოვონ.

სამოქალაქო აქტივისტები "ქართულ ოცნებას" ქუთაისის პერსპექტივის მოსპობაში ადანაშაულებენ.