სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

18 დეკ 2022

სერგეი შოიგუ უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ავრცელებს ვიდეო მასალასაც.

მათი ცნობით, შოიგუმ ვერტმფრენით გადაუფრინა ფრონტის წინა ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო პოზიციებს, ის ასევე რუს სამხედროებს შეხვდა და არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიშიც მოისმინა.