ბათუმში „ვოქსის“ შენობაში ხანძარია

18 დეკ 2022

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ "ვოქსის" კოპრუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

არსებული ინფორმაციით, შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა.  გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

აჭარის მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.