ხანძრის შედეგად „ვოქსის“ შენობიდან ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში ბრუნდება

19 დეკ 2022

ბათუმში რესტორან "ვოქსში" ძლიერი ხანძრის გამო ევაკუირებულ 250-მდე ოჯახს სახლში დაბრუნების უფლება მიეცა.

რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ ცეცხლი ჩაქრა, თუმცა განადგურებულია კვების ობიექტის 2 სართული. ხანძრის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხეც იყო იქ, სადაც საცხოვრებელი ბინებია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.