წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ ისევ დამარცხდა

21 დეკ 2022

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ სტუმრად სპლიტის „იადრანს“ დაუპირისპირდა. ამ თამაშამდე „დინამო“ „იადრანს“ ორჯერ შეხვდა. პირველი მატჩი 2021 წელს ხორვატებმა 15:13 მოგვიგეს, მიმდინარე წლის 20 აპრილს კი დინამოელებმა თბილისში „იადრანი“ დაძაბულ ბრძოლაში 12:11 დაამარცხეს. ამჯერად „დინამომ“ ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 7:21 დამარცხდა. მომდევნო ტურის შეხვედრას „დინამო“ სტუმრად ჩაატარებს – ჩვენი გუნდი 2023 წლის 10 იანვარს სერბეთში „რადნიჩკის“ დაუპირისპირდება.