მდინარე ჩაქვის წყალთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

22 დეკ 2022

ჩაისუბანში მდინარე ჩაქვის წყალთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, მდინარის კალაპოტი წვიმების დროს დიდდება და მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები მიაქვს. მოსახლეობა 2 წელია, რაც ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქობულეთის მერიამ წერილობითი კომენტარი გააკეთა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული მოქალაქეების პრობლემა მათვის ცნობილია და მუშაობენ ამ საკითხზე.