მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

22 დეკ 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იკითხება. ის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე აძლევს ჩვენებას. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დღეს კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო. საქალაქო სასამართლოში ექს პრეზიდენტის პროცესი 7 საათია მიმდინარეობს