რუსეთს ომის დასრულება სურს-პუტინი

23 დეკ 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის, არის შეიარაღების ძველი სისტემა და მასთან გამკლავებას რუსეთი მარტივად შეძლებს. პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეტრიოტი "საკმაოდ ძველი" იყო და არ მუშაობდა რუსული ეს-300 ტიპის სარაკეტო სისტემის მსგავსად. პუტინმა თქვა, რომ რუსეთს სურს უკრაინაში ომის დასრულება და ყველა შეიარაღებული კონფლიქტი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით სრულდება.