G7 უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს

23 დეკ 2022

დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში დანიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. გერმანელი მინისტრი ასევე მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“. როგორც ცნობილი გახდა, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.