წინასაახალწლო გალა-კონცერტი ყინულის სასახლეში

25 დეკ 2022

ხუთი ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გამართულ გალა-კონცერტს, რომელშიც ცენტრის ნორჩმა მოციგურავეებმა, სინქრონულმა დასმა და აჭარის ნაკრების სპორტსმენებმა მაყურებლებს საახალწლო შოუ-პროგრამა წარუდგინეს. პატარების გართობისათვის ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავდნენ. წინასაახალწლო საღამოსთვის პატარა მოციგურავეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ.