გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის ქუჩებში

28 იან 2017

ბათუმის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სანდასუფთავების  სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქის მასშტაბით 7 ერთეული მძიმე ტექნიკა და   მცირე ზომის ტრაქტორები მუშაობენ.ტექნიკური მარილი ცენტრალურ გზებზე სპეცტექნიკის საშუალებით დაყარეს. მერიაში აცხადებენ, რომ  ყველა რთულ მონაკვეთზე  სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.