"ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე" - აქცია თბილისში

25 დეკ 2022

ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე", - ამ სახელწოდებით თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორების თქმით, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, მოაწყობენ საშობაო ღონისძიებას. ამბობენ, რომ 25 დეკემბერს, როდესაც უკრაინა აღნიშნავს შობას, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ ნამდვილი საახალწლო განწყობას.