26 დეკ 2022
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ყოფილმა პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, რომელიც ფედერაციას 15 წელი ხელმძღვანელობდა, ისაუბრა თავისი მოღვაწეობის განვლილ პერიოდზე. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულად დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.