ქობულეთის საკრებულოს სხდომა

28 დეკ 2022

ქობულეთში წლის ბოლო საკრებულოს სხდომა გაიმართა. ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რაც დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე მერიასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ჯილდოების გაცემას გულისხმობს. ხელფასის 50%-ის დანამატი მერიას დაქვემდებარებულ აიპებსა და შპს-ებში დასაქმებულებისთვისაც გაიცემა. საერთო ჯამში, აღნიშნული ჯილდოს გაცემისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული. ასევე ცვლილება შევიდა სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში. გელაურის დასახლებაში არსებული სამრეწველო ზონა საცხოვრებელ ზონა 4-ად დაამტკიცეს, სადაც მომავალ წელს სოციალური სახლების მშენებლობა უნდა დაიწყოს. საკრებულომ ქალაქის ნაწილში პარკირების ზონებიც განსაზღვრა.