ბელარუსში S-300 ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა - უკრაინის ელჩი უწყებაში დაიბარეს

30 დეკ 2022

ბელარუსის ტერიტორიაზე გუშინ S-300 ტიპის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე ბელარუსში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. უწყების განცხადებით, იგორ კიზიმს ოფიციალურად უცხადებენ პროტესტს ბრესტში მომხდარი ინციდენტის გამო. ქვეყანაში აცხადებენ რომ, რაკეტა უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს და აღნიშნავენ, რომ რაკეტა ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო. მინსკში ითხოვენ, რომ უკრაინამ მომხდარის დეტალური გამოძიება ჩაატაროს, დამნაშავეები დასაჯოს და მიიღოს ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.