ბასილაშვილისთვის სეზონი წარუმატებლად დაიწყო

03 იან 2023

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდოეთში მიმდინარე პუნეს საერთაშორისო ტურნირზე პირველივე რაუნდში იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან  მარტივად 2:6, 2:6.დამარცხდა. 

შეხვედრა მხოლოდ 56 წუთს გაგრძელდა და ნიკას მეტოქის მოწოდება არ მოუგია, თავად კი საკუთარი მოწოდება 4-ჯერ დათმო. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. 2023 წლის სეზონის პირველი სლემი კი სტარტს 16 იანვარს აიღებს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.