ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ვანო ჩხაიძე

04 იან 2023

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსი, გრიპი კი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

მისი თქმით,  იანვარი იქნება გრიპის ვირუსის მაღალი  აქტიურობის პერიოდი.  თებერვლიდან შემთხვევების კლება დაიწყება, მარტში  კი მაჩვენებელი მინიმალურს მიაღწევს.