ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა 

05 იან 2023

9 ათასამდე ექიმი და  8 ათასზე მეტი ექთანი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს აიღებს.   ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება  უკვე ძალაშია.   

ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარი, თვეში კი მინიმუმ 1260 ლარი, ექთნების კი საათში 4 ლარი და 40 თეთრი, თვეში მინიმუმ 792 ლარი იქნება.  ეს  ხელფასის  მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.

წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.